1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 4–5; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „ნახული და გაგონილი“ დაიბეჭდა „მგზავრის შენიშვნები“. ავტორი წერილში აღწერს სამხრეთ საქართველოს და იქაურ ყოფას. ის აღნიშნავს, რომ ხერთვისის ხეობაში 6 სკოლა არსებობდა: ხერთვისში, ბარალეთში, ხიზაბავრაში, ტოლოშში, ქილდაში და მუსხში.

წყარო: ივერია 1882 | 26 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33265 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33265]; წვდომის თარიღი: 2019-10-14