1964 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული პერსონალური პენსიების სექტორის გამგეობამ შეატყობინა ორჯონიკიძის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებას, რომ ქრისტინე შარაშიძეს დაენიშნა პერსონალური პენსია, თუ ის ღებულობდა სხვა სახის პენსიას, უნდა შეეწყვიტათ და მისთვის მიეცათ ცნობა, რა თანხა ჰქონდა მიღებული 1964 წლის 1-ლი ნოემბრიდან, რათა შემდეგ ეს თანხა დაექვითათ. თუ შარაშიძე არ ღებულობდა სხვა სახის პენსიას, მისთვის ამის დამადასტურებელი ცნობა უნდა მიეცათ.

წყარო: საქართველოს სსრ სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ცნობა ორჯონიკიძის რაიონის სოციალური უზრუნველყობის განყოფილებისადმი, 1964 | 28 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3342 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3342]; წვდომის თარიღი: 2019-10-16