1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სამოქმედო/სააღებმიცემო თანხა ხმარდებოდა საზოგადოების წარმოებას, შედგებოდა საწევრო თანხებისაგან, ყოველწლიური მოგების 80%–ისაგან და შემოწირულობებისაგან. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საერთო კრების ოქმები | 1922–1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33435 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33435]; წვდომის თარიღი: 2019-10-15