1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 11; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო 3 წლის წინ დაფუძნებულ ქართული თეატრის მნიშვნელობაზე. ავტორი აღნიშნავდა, რომ ქართული ენა აღარ ისმოდა ეკლესიებში, არ ისწავლებოდა სკოლებში. ასეთ სიტუაციაში ავტორს ქართული ენის გადარჩენის ერთადერთ ადგილად ქართული თეატრი მიაჩნდა.

წყარო: ივერია 1882 | ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33486 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33486]; წვდომის თარიღი: 2019-10-15