1924 წლის 20 მარტს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ამიერკავკასიის რკინიგზის სალიანდაგო სამსახურის სამმართველოსთან არსებული წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის თხოვნა წიგნების შეღავათიან ფასებში დათმობის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, წიგნსაცავისთვის წიგნები 25%-იანი ფასდაკლებით მიეცა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომების ოქმები | 1924-1924
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33497 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33497]; წვდომის თარიღი: 2019-10-15