1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 9; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარში ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსებული სამეურნეო სკოლის გახსნაზე წარმოთქმულ სიტყვაში ილია ჭავჭავაძემ ცოდნის უპირატესობაზე ისაუბრა: „ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრე, რაც არ უნდა ბევრს გაუნაწილო, შენ არა მოგაკლდება რა.“

წყარო: ივერია, 1883 | სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33744 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33744]; წვდომის თარიღი: 2019-11-18