ქრისტინე შარაშიძის მიერ ევგენი ხარაძისადმი მიწერილი წერილის მიხედვით, თამაზ კალანდაძის მამა (გარდაიცვალა 1958 წელს) ჩაქვის ჩაის მეურნეობის მთავარი აგრონომი, სოციალისტური შრომის გმირი, ორგზის ლენინის ორდენოსანი და მოსკოვის სასოფლო – სამეურნეო გამოფენის ორგანიზატორი იყო.

წყარო: ქრისტინე შარაშიძის წერილი ევგენი ხარაძისადმი. აცნობებს, რომ უგზავნის თავის ნაშრომს. სთხოვს უკან დაუბრუნოს შესამოწმებლად და შესავსებად გამოსაქვეყნებლად გადაცემული ფურცლები, 1962 | 5 თებერვალი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3378 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3378]; წვდომის თარიღი: 2019-09-23