1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ ზაფხულში, საქართველოს რუსეთიდან გზათა და სახელმწიფო ქონების მინისტრები სტუმრობდნენ. ქართველმა თავადაზნაურობამ სტუმრად მყოფ გზათა მინისტრს თბილისი-კახეთის მიმართულებით რკინიგზის გაყვანა სთხოვა.

წყარო: ივერია, 1883 | ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33785 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33785]; წვდომის თარიღი: 2019-11-22