1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ ზაფხულში, საქართველოში რუსეთიდან სტუმრად მყოფ სახელმწიფო ქონების მინისტრს ქართველმა თავადაზნაურობამ სამეურნეო სკოლების დაარსება, კერძო მესაკუთრეების ტყეების დაცვა, არყის ბაჟის გადასახადისა და სახელმწიფოს მხრიდან მამულების გამიჯვნის მოწესრიგება სთხოვა.

წყარო: ივერია, 1883 | ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33786 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33786]; წვდომის თარიღი: 2019-11-22