1924 წლის 7 დეკემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ წაიკითხა მოხსენება საზოგადოების ყოფილი სტიპენდიატების დარჩენილი სასტიპენდიო ვალის ეტაპობრივად დაფარვის შესახებ. საზოგადოებას იურიდიულად დაკარგული ჰქონდა ვალის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, მაგრამ, მდივნის აზრით, მას მორალური გავლენა უნდა მოეხდინა მევალე სტიპენდიატებზე. გამგეობის დადგენილებით სტიპენდიატების ვალის დაბრუნების საკითხი პარმენ კახიანს უნდა მოეგვარებინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომების ოქმები | 1924-1924
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33806 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33806]; წვდომის თარიღი: 2019-11-22