1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 1; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის პუბლიკაცია „არიელ ენათა ჯგუფი და საქართველო“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ ევროპელი მეცნიერები იკვლევდენენ ქართულ ენას და ამტკიცებდნენ (ლაიბნიცი, ბროსე), რომ ის ინდოევროპული ენების ჯგუფს ეკუთვნოდა. მათ ეთანხმებოდა ქართველი მეცნიერი დავით ჩუბინაშვილი.

წყარო: ივერია, 1884 | იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 33835 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/33835]; წვდომის თარიღი: 2019-11-22