ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 33971

ფაქტი 33971

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მეთვრამეტე საუკუნეში ქართველმა არქიეპისკოპოსმა ტიმოთემ იმოგზაურა იერუსალიმში, სადაც მოინახულა მირქმის დედათა მონასტერი, რომელშიც ყველა მონაზონი და წინამძღვარი ქართველი ქალები იყვნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 33971; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .