1894 წლის 8 მაისს, ეგნატე ნინოშვილის დაკრძალვის დღეს, განსვენებულის ძმიშვილის აღსაზრდელად ფული შეაგროვეს. გაზეთ „კვალის“ რედაქციამ და ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა ყმაწვილის აღსაზრდელ ფონდს 10-10 მანეთი შესწირეს, გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელმა და გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძემ – 3-3.

წყარო: კვალი, 1894 | 22 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 34052 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/34052]; წვდომის თარიღი: 2019-12-08