1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მიერ ანტონოვიჩისგან თარგმნილი გეოგრაფიის, ქიმიის, ასტრონომიის, ზოოლოგიისა და ბოტანიკის სახელმძღვანელოები საზოგადოებას დასაბეჭდად მზად ჰქონდა.

წყარო: ივერია, 1884 | ივლისი-აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 34116 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/34116]; წვდომის თარიღი: 2020-02-27