1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 27 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, იქმნებოდა „მევენახეთა საზოგადოება“, რომლის მიზანი ღვინის მწარმოებელთა დახმარება და გასაღების ბაზრის მოპოვება იქნებოდა. ამხანაგობის წევრი იქნებოდა ყველა, ვინც საწევროს ფულით ან ღვინით გადაიხდიდა.

წყარო: ივერია, 1887 | 6 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 34270 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/34270]; წვდომის თარიღი: 2020-01-29