1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 27 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, 2 თებერვალს, მეორე კლასიკურმა გიმნაზიამ პუშკინის გარდაცვალების 50 წლისთავთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა, სადაც ანდრო იპოლიტეს ძე ტატიშვილმა წაიკითხა რეფერატი, თუ რა გავლენა მოახდინა პუშკინის თხზულებებმა ქართულ ლიტერატურაზე.

წყარო: ივერია, 1887 | 6 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 34275 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/34275]; წვდომის თარიღი: 2020-01-26