1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ტერენტი წერეთლის მოხსენება „დედა ენის“ II ნაწილისა და „ბუნების კარისთვის“ ქაღალდის შეძენის შესახებ. მას გასაყიდად მზად ჰქონდა 800 ქაღალდი. გამგეობამ გადაწყვიტა მისგან მზა ქაღალდები შეეძინა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომების ოქმები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 34306 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/34306]; წვდომის თარიღი: 2020-01-25