1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში სწავლობდა 51 მოსწავლე, I განყოფილებაში – 24 მოსწავლე, II განყოფილებაში – 23, ხოლო III განყოფილებაში – 4. მათგან 28 ქალი იყო და 23 ვაჟი, 7 მოსწავლე ეროვნებით სომეხი იყო, ხოლო დანარჩენი – ქართველი.

წყარო: მიწერ-მოწერა სკოლის მასწავლებელ თ. ჯორჯაძესთან და ამ უკანასკნელის ანგარიში სკოლის მუშაობის შესახებ | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 34324 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/34324]; წვდომის თარიღი: 2020-01-25