1896-97 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში სასწავლო წლის დასაწყისში მეტი მოსწავლე სწავლობდა, გამოცდებამდე მოაკლდა 16 მოსწავლე, დანარჩენები გადაიყვანეს შემდეგ განყოფილებაში, რადგან კარგი ნიშნები ჰქონდათ.

წყარო: მიწერ-მოწერა სკოლის მასწავლებელ თ. ჯორჯაძესთან და ამ უკანასკნელის ანგარიში სკოლის მუშაობის შესახებ | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 34328 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/34328]; წვდომის თარიღი: 2020-01-25