მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე სოფელ თონეთის სკოლის წლიურ ანგარიშში იუწყება, რომ სწავლა დაიწყო 1896 წლის 20 სექტემბერს, მაგრამ 20 ოქტომბრამდე დადიოდა მხოლოდ 10-15 ბავშვი. იმ სასწავლო წელს ახალმიღებული ჰყავდათ 25 მოსწავლე, რომლებიც შემოდიოდნენ 20 ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე. 17 მოსწავლეს უარი ეთქვა სკოლაში მიღებაზე, რადგან სურვილი განაცხადეს დაგვიანებით, იანვარში, გარდა ამისა, სკოლას გადაწყვეტილი ჰქონდა, 50 ბავშვზე მეტი არ მიეღო.

წყარო: თონეთის სახალხო სკოლის მასწავლებლის ანგარიშები და პროგრამები | 1897-1897
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 34329 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/34329]; წვდომის თარიღი: 2020-01-25