1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „მოსკოვსკიე ვედმოსტის“ ცნობით, სამხედრო ბეგარას ქუთაისის გუბერნიაში, შავი ზღვის ოლქსა და ბათუმ-სოხუმის მხარეში, ოქუმის თემის გარდა (სოფელი გალის მუნიციპალიტეტში), 1889 წლამდე არ შემოიღებდნენ.

წყარო: ივერია, 1887 | 7 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 34373 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/34373]; წვდომის თარიღი: 2020-01-25