1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) „ნოვოე ობოზრენიეზე“ დაყრდნობით წერდა, რომ თბილისის საბებიო ინსტიტუტმა ქალაქის გამგეობას შემწეობა წელსაც სთხოვა, რაზეც გამგეობამ ინსტიტუტის დირექტორს უპასუხა, რომ მათთვის გაუგებარი იყო თუ როგორ იხარჯებოდა გამოყოფილი ფული.

წყარო: ივერია, 1887 | 7 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 34376 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/34376]; წვდომის თარიღი: 2020-01-25