1919 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების შუამდგომლობა ქართული სკოლის შესანახად ყოველთვიურად 1600 მანეთის გადანახვის შესახებ. ერთი მასწავლებლის ჯამაგირად 600 მანეთი გაითვალისწინეს, დარაჯის ჯამაგირი – 320 მანეთი, გათბობის ხარჯი – 500 მანეთი, ნავთის განათება – 60 მანეთი, ელექტრონის განათება – 50 მანეთი, ორმოს გასაწმენდი – 30 მანეთი, ნაგვის გასატანი – 10 მანეთი, ცოცხი, ტილო, ქაღალდი და კალამი – 20 მანეთი. გამგეობის განჩინებით ბათუმის განყოფილების გამგეობას სკოლის შესანახად 3000 მანეთი გამოეყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3439 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3439]; წვდომის თარიღი: 2019-09-21