1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტარასი გრიგოლის ძე ახვლედიანს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ლეჩხუმის მაზრის სოფელ ლასურიაშსა და მოხაშში მდებარე 34 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი, ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 34416 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/34416]; წვდომის თარიღი: 2020-01-29