1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პავლე და ლევან ალექსანდრეს ძე თუმანოვებს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე სამი ქვითკირის სახლი: ერთი – ორსართულიანი, ორი – ერთსართულიანი და 7334 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 34783 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/34783]; წვდომის თარიღი: 2020-02-23