1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ანემპოდისტე და ნესტორ იესეს (იასეს) ძე მაჩაბლებს, გიორგი მიხეილის (მიხაილის) ძე და მარიამ სეფეს ასულ მაჩაბლებს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ იანეთში მდებარე 149 დესეტინა და 2112 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 34905 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/34905]; წვდომის თარიღი: 2020-02-27