ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35273

ფაქტი 35273

1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს „ჯეჯილის“ რედაქტორის ანასტასია წერეთლის მოხსენება: ის საზოგადოებას გამოსაცემად უთმობდა გ. წერეთლის თხზულებებს – „ჩვენი ძველი გმირები“ და „ლომკაცი“. გამგეობის გადაწყვეტილებით საკითხის მოგვარება წიგნების გამომცემელ სექციას მიენდო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35273; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .