1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა ერევნის განყოფილების თავმჯდომარის, დეკანოზ იაკობ ფხაკაძის განცხადება ამ განყოფილების (12.08.1918 წ.) დახურვის შესახებ. ფხაკაძემ თან წარმოადგინა სახელმწიფო ბანკის გადასაგზავნი (თარგმანი) ბილეთი 2803 მანეთი და 66 კაპიკი 361/269635 N413.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3652 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3652]; წვდომის თარიღი: 2019-06-24