1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ნინა სოლომონის ასულმა ანდრონიკაშვილმა, ელენე ლუარსაბის ასულმა ანდრონიკაშვილმა, დავით კონსტანტინეს ძე ჩოლოყაშვილმა, ბაბო კონსტანტინეს ასულმა ჩოლოყაშვილმა და სოლომონ ასლანოვმა ითხოვეს, ჩაეწერათ იმ საზოგადოების წევრებად, რომელიც გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით შეიქმნა, ღარიბი მოსახლეობის რიგიანი სწავლისა და განათლების მიღებაში დახმარებისათვის.

წყარო: ივერია, 1877 | 8 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 36923 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/36923]; წვდომის თარიღი: 2020-02-29