1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საზოგადოება აპირებდა დაებეჭდათ ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედება და გაზეთის მეშვეობით სთხოვდნენ მოსახლეობას, რომ თუ ვინმეს სახლში მოეპოვებოდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი, თხზულება ან სხვა სახის ჩანაწერი მიეწოდებინათ „ივერიის“ რედაქციისათვის.

წყარო: ივერია, 1877 | 8 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 36931 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/36931]; წვდომის თარიღი: 2020-02-29