1919 წლის 22 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსე ზელცერის წინადადება, თავისი წარმომადგენელი გაეგზავნა ოდესაში, სადაც შესაძლებელი იყო ბევრი ქაღალდის შეძენა წიგნების დასაბეჭდად. იქვე შეიძლებოდა სტამბის შეძენაც. ზელცერი პასუხისმგებელი იყო ქაღალდის ოდესიდან ჩამოტანა-ჩაბარებაზე. გამგეობამ წინადადება მიიღო და ეს საქმე სამწიგნობრო კომისიას მიანდო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3700 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3700]; წვდომის თარიღი: 2019-08-17