1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს იპოლიტე ვართაგავას მოხსენება საბავშვო წიგნების გამოცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, გამოიცეს შიო მღვიმელის ნაწერები სამ ნაწილად. ავტორთან ტექსტების შეძენაზე მოლაპარაკება ლუარსაბ ბოცვაძეს დაევალა, ხოლო მათი გამოსაცემად დალაგება და თითოეული წიგნისათვის ობიექტური წინასიტყვაობის მომზადება – იპოლიტე ვართაგავას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3720 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3720]; წვდომის თარიღი: 2019-09-17