1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ სომხეთის მთავრობამ წინადადებით მიმართა აზერბაიჯანის მთავრობას, ბოლო მოეღოთ სისხლისღვრისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს დაეკისრებოდა.

წყარო: საქართველო, 1920 | 1 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 37408 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/37408]; წვდომის თარიღი: 2020-04-09