1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს განსვენებული მგოსნის, ნინო ორბელიანის დაკრძალვის საკითხი. ის გარდაიცვალა 11 მარტს. ჭირისუფლები არ გამოუჩნდნენ. ქალთა წრის გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წინადადებით მიმართა, ეკისრა განსვენებულის დაკრძალვა ქართველ მოღვაწეთა პანთეონში და საჭირო ხარჯიც გაეღო. გამგეობამ დახმარება 500 მანეთი გამოყო, მაგრამ პანთეონში დაკრძალვაზე უარი თქვა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3741 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3741]; წვდომის თარიღი: 2019-09-21