1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და ცენტრალურ წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა საყმაწვილო სურათებიანი წიგნი სახელწოდებით „შალვას თავგადასავალი“. წიგნის ღირებულება 20 კაპიკი იყო და, ვინც გამომცემლისაგან იყიდდა არანაკლებ ოც ცალ წიგნს, მას თითო მანეთზე აბაზი დააკლდებოდა.

წყარო: ივერია, 1886 | 7 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 37492 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/37492]; წვდომის თარიღი: 2020-04-06