1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართულ უნივერსიტეტთან დაარსებული საპედაგოგიო სამეცნიერო წრე თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, გადაეცეთ გამოცემათა თითო ცალი, რაც იყიდება მაღაზიაში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3768 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3768]; წვდომის თარიღი: 2019-09-18