1934 წლის 18 ივნისის გაზეთი „კომუნისტი“ წერდა, რომ საბჭოთა საქართველოს მწერლების პლენუმზე მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძემ გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გამოქვეყნებულ წერილზე ისაუბრა. წერილში გამსახურდია ხელისუფლების მიერ ტალანტების შევიწროებაზე წუხდა. მალაქია ტოროშელიძის განაცხადებით, გამსახურდიას ვერ შეუგნია, რომ ყოველგვარ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის საჭირო. მას ალბათ განდიდების და „დიდი ტალანტის“ მანია აწუხებს, რადგან თავი წარმოუდგენია ისეთ კაცად, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება ებრძვის.

წყარო: კომუნისტი, 1934 | 18 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა