1934 წელს გამართულ საქართველოს საბჭოთა მწერლების პლენუმზე შალვა რადიანმა ქართველი პოეტების შემოქმედების განხილვისას აღნიშნა, რომ ყოფილი ცისფერყანწელები, განსაკუთრებით ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე, ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდნენ სიმბოლური სკოლის რეციდივებისგან. მოხსენების შემდეგ შალვა რადიანს, ნიკოლოზ სირბილაძეს, იონა ვაკელს, ირაკლი აბაშიძესა და არისტო ჭუმბურიძეს შორის კამათი გაიმართა.

წყარო: კომუნისტი, 1934 | 20 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 397 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/397]; წვდომის თარიღი: 2019-09-23