1920 წლის 24 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო კომისიის მომართვა: დამფუძნებელი კრების ბიბლიოთეკის გამგეობა დაინტერესებული ყოფილა მეცნიერული წიგნების სამართლიანი განაწილებით საქართველოს სხვადასხვა მეცნიერულ დაწესებულებებში. ბიბლიოთეკის გამგეობა ითხოვდა აკადემიკოს ბროსეს თხზულებების ყველა ეგზემპლარის ფრანგულ ენაზე გადაცემას ფასით. ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3975 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3975]; წვდომის თარიღი: 2019-06-16