1919 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ავლაბრის კულტურულ-განმანათლებელი წრის თხოვნა ბიბლიოთეკის მათთვის სრულად გადაცემის შესახებ. გამგეობის ცნობით, ბიბლიოთეკა 6 თვის განმავლობაში უმოქმედოდ იყო, მას ვერ უძღვებოდა ვერც ადგილობრივი წრე და ვერც თბილისის განყოფილება. საკითხი განსახილველად თბილისის განყოფილების გამგეობას გადაეცა. მთავარი გამგეობა ბიბლიოთეკის წრისთვის გადაცემის წინააღმდეგი არ იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3997 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3997]; წვდომის თარიღი: 2019-09-21