1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იუსტინე აბულაძის წინადადება „ვეფხისტყაოსნის“ 23-ე გამოცემის დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ჯერ „ვეფხისტყაოსნის“ თავისი გამოცემა დაებეჭდა, შემდეგ კი – იუსტინე აბულაძისა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4119 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4119]; წვდომის თარიღი: 2019-09-19