ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4124

ფაქტი 4124

1919 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სამწიგნობრო სექციის თავმჯდომარის თ. კიკვაძის მოხსენება წიგნებისთვის საჭირო ქაღალდის უქონლობის შესახებ. თ. კიკვაძე თვლიდა, რომ საზოგადოების საარსებო წყაროს წიგნებით ვაჭრობა წარმოადგენდა და მისი უქონლობა კატასტროფას წარმოადგენდა. საჭირო იყო ქაღალდის შეძენა კონსტანტინოპოლში, სადაც იმყოფებოდა გამგეობის ყოფილი წევრი გრ. რცხილაძე, რომელიც იკისრებდა ამ დავალების შესრულებას. იმავე კვირაში კონსტანტინოპოლში მიემგზავრებოდა ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე, რომელიც შეძლებდა რცხილაძესთან წერილისა და თანხის ჩატანას. გამგეობამ დ. კარიჭაშვილსა და შ. დედაბრიშვილს ბანკებთან სესხის აღების შესახებ მოლაპარაკების დაწყება დაავალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4124; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .