1919 წლის 11 ოქტომბერს რაჭის სამაზრო გამგეობის წევრმა, საქმის მწარმოებელმა – ა.მეტრეველმა განათლების სამინისტროს სახალხო სკოლების მთავარგამგეს მიმართა, რომ საქართველოს განაპირა მხარეები განათლებით ჩამორჩებოდა შუაგულს. 1917 წელს ზოგიერთი სასწავლებლისთვის ნატურით გადახდას ხალხმა თავი დაანება და რამდენიმე სკოლა (უფრო მეტად, სამრევლოები) დაიხურა შემდეგ სოფლებში: ზემო კრიხი, ფუტიეთი, ტოლა, გორისუბანი, კაჩაეთი. ხალხი ისევ მიმართავდა გამგეობას სკოლის გახსნის მოთხოვნით, და, თავის მხრივ, ბინას, გათბობა-განთების და სხვა ხარჯებს თავის თავზე იღებდნენ.

წყარო: მიმოწერა რაჭა-ლეჩხუმში საკვირაო სკოლების გახსნის შესახებ. ახლადგახსნილი სკოლების მოსწავლეთა სია | 1919-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4193 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4193]; წვდომის თარიღი: 2019-09-21