1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების საჭიროებისათვის ქაღალდის შეძენის საკითხი. გამგეობის წევრი ვასილ წულაძე იტალიაში მიემგზავრებოდა ქაღალდის შესაძენად. გამგეობამ ფულის შოვნა თევდორე კიკვაძეს, დავით კარიჭაშვილს და ვარლამ ბურჯანაძეს მიანდო. მთავარმა გამგეობამ ვ. წულაძეს დაავალა, რომ უცხოეთში ქაღალდი იმ პირობით ეშოვნა, რომ მისი გამოსყიდვა შეასაძლებელი ყოფილიყო ბათუმში ან ფოთში, ან იმდენი ეყიდა, რამდენსაც ფული ეყოფოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4226 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4226]; წვდომის თარიღი: 2019-08-20