1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თ. კიკვაძის წინადადება სკოლების გადაცემის შესახებ. მისი აზრით, სკოლები სექტემბრიდან უსათუოდ უნდა გადაეცეს ერობებს. გამგეობამ დაადგინა, მიენდოს თ. გ. კიკვაძეს, გამგეობის სახელით აღძრას შუამდგომლობა დამფუძნებელი კრების სასკოლო კომისიაში სკოლების ჩაბარების შესახებ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4231 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4231]; წვდომის თარიღი: 2019-08-18