1920 წლის 6 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოს თხოვნა საზოგადოების ბიბლიოთეკისთვის ორ-ორი ცალი ყველა გამოცემის უსასყიდლოდ დათმობის შესახებ. სანაცვლოდ საბჭო საზოგადოებას სთავაზობდა საკუთარ გამოცემებს, რომლებიც საზოგადოებას წიგნსაცავში არ ჰქონდა. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4237 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4237]; წვდომის თარიღი: 2019-09-19