1920 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება, „დედა-ენისა“ და „ბუნების კარის“ შესწორების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათი გასწორება უნდა გაეგრძელებინათ და კომისიის წევრებისთვის გაწეული შრომისთვის დამატებითი თანხა მიეცათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4241 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4241]; წვდომის თარიღი: 2019-08-20