1920 წლის 24 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის მოხსენება, ადგილობრივი ქართული სკოლის გიმნაზიად გადაკეთების შესახებ. გამგეობა ბათუმში ქართული გიმნაზიის არსებობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. სახალხო განათლების დაწყებითი სკოლების დაარსება და უზრუნველყოფა ქალაქის გამგეობის კომპეტენციას შეადგენდა. უმაღლესი დაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ მოხსენებას გამგეობა დაეთანხმა. ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4245 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4245]; წვდომის თარიღი: 2019-09-19