1920 წლის 28 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართველ ქალთა მშრომელი რაზმის რწმუნებულის, ოლგა აგლაძის თხოვნა რაზმისთვის დაარსებული სამკითხველოსთვის დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათ გამოცემათა თითო ეგზემპლარი უნდა გადასცემოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4249 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4249]; წვდომის თარიღი: 2019-09-19