ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4278

ფაქტი 4278

1919 წლის 5 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხი: ალექსანდრე არაბიძე თანახმა იყო, საზოგადოებისთვის 35 000 მანეთად 7 000 ცალი, ანუ მთელი გამოცემა, ს. იაშვილის „ბოტანიკა“ დაეთმო. ასევე გამგეობას ნებას აძლევდა, წიგნზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა დაეწერებინათ. გამგეობის განჩინებით, მას 7 000 ეგზემპლარში 35 000 მანეთი გადაუხადეს, 2 000 მანეთი მაშინვე, დანარჩენი – ერთი თვის შემდეგ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4278; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .